უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა კვლავ იზრდება
18 ოქტომბერი, 2007
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ 2000-2005 წლებში ასეთი გზავნილების საშუალო წლიური მოცულობა დაახლოებით 180 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 544.7, ხოლო 2007 წლის განვლილ 9 თვეში 599.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 57.3 პროცენტით მეტია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის დონეზე. აღნიშნული ფულადი ნაკადების ასეთი სერიოზული ზრდა გამოიწვია მთელი რიგი ქვეყნებიდან მათმა მნიშვნელოვანმა მატებამ. 2007 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ამ სახის კაპიტალის ძირითადი ექსპორტიორები არიან რუსეთი, აშშ, საბერძნეთი, ესპანეთი, უკრაინა, ავსტრია და თურქეთი (იხ.ცხრილი):