უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა კვლავ იზრდება
04 თებერვალი, 2008
2007 წელს საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება კვლავ აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუ 2000-2005 წლებში ასეთი გზავნილების საშუალო წლიური მოცულობა დაახლოებით 180 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა (თვეში საშუალოდ 15 მლნ აშშ დოლარს), 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 544.7 (შესაბამისად, 45 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2007 წელს 866.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საშუალოდ თვეში 72 მლნ აშშ დოლარი), რაც 60 პროცენტით მეტია 2006 წელთან შედარებით. აღნიშნული ფულადი ნაკადების ასეთი სერიოზული ზრდა გამოიწვია მთელი რიგი ქვეყნებიდან მათმა მნიშვნელოვანმა მატებამ. 2007 წლის იანვარი-დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ამ სახის კაპიტალის ძირითადი ექსპორტიორები იყვნენ რუსეთი, აშშ, ესპანეთი, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი და ავსტრია (იხ.ცხრილი), რომელთა წილად მოდის ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების 87.3 პროცენტი.