უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით 107 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით 107 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

20 ოქტომბერი, 2006
2006 წლის იანვარ-სექტემბერში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით 381 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 107 მლნ აშშ დოლარით (39.1 პროცენტით) აღემატება.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების გეოგრაფიას, 2006 წლის დასაწყისიდან ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი – 261 მლნ აშშ დოლარი (68.5%) რუსეთის ფედერაციიდან, 37 მლნ აშშ დოლარი (9.7%) ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 11.5 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) საბერძნეთიდან გადმოირიცხა.    საანალიზო პერიოდში ასევე გაიზარდა საქართველოდან განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია 110.5 მლნ აშშ დოლარი, რაც 54.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი – 71.6 მლნ აშშ დოლარი (64.8%) რუსეთზე მოდის, მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც 6.6 მლნ აშშ დოლარი (6%) გადაიგზავნა, შემდეგ აშშ – 6 მლნ აშშ დოლარის (5.4%) ფულადი გზავნილებით.      სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყნების მიხედვით (2006 წლის იანვარი-სექტემბერი) ათასი აშშ დოლარი   სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობის დინამიკა (2003-2006/სექტემბერი) ათასი აშშ დოლარი  
სხვა სიახლეები