ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, სს „კრედიტინფო საქართველოს“ და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს საკრედიტო აქტივობის ზრდას, მოქალაქეებისათვის სესხებზე ხელმისაწვდომობასა და საქართველოს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას.
„მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორი და კრედიტინფო მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე. პრინციპულად იცვლება მიდგომა კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი: აღარ იარსებებს ცალკე ე.წ. შავი სიები – მსესხებლის შესახებ იწარმოება ერთი საკრედიტო ისტორია, რომელშიც ერთიანად აისახება მსესხებლის მერ შესრულებული ან ვერშესრულებული ვალდებულება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა – ეს არის ჩვენი უახლესი პერიოდის მთავარი პრიორიტეტი. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომპლექსურ ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. დღევანდელი მემორანდუმი პირველი დიდი ნაბიჯია ამ მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
მემორანდუმის თანამხმად:
• კომერციული ბანკები თანხმდებიან, რომ, როგორც წესი, საკრედიტო ისტორიის სუბიეტის შესახებ მხოლოდ „კრედიტინფო საქართველოში“ არსებული მონაცემები არ იქნება მსესხებლისათვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
• მსესხებლის საკრედიტო ისტორია შეინახება 7 წლის განმავლობაში, რაც შეეხება შეუსრულებელ ვალდებულებებს, მისი შენახვის ვადა 7–დან 5 წლამდე შემცირდა.
• სუბიექტს უფლება ექნება კრედიტინფო საქართველოს ოფისში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში მიიღოს მონაცემთა ბაზაში თავისი სტატუსის შესახებ არსებული მონაცემები.