სებ-ის პრეზიდენტისა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის შეხვედრის შესახებ
31 იანვარი, 2002
31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მეორე ევროპული დეპარტამენტის სამხრეთ განყოფილების უფროსს დევიდ ოუენს. საუბარი შეეხო სსფ-ის ,,სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” სამწლიანი პროგრამის შესრულების საკითხებს. დევიდ ოუენის განცხადებით, მისი ამჟამინდელი ჩამოსვლის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული ტენდენციების განხილვა.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელების ძირითად საფუძველს წარმოადგენს. სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი პარამეტრების თაობაზე შეთანხმება მთავრობასა და ფონდს შორის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იყო მიღწეული და ის არ უნდა დაირღვეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის შეფასებით, სავალუტო ფონდს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართ არსებითი შენიშვნები არა აქვს.
,,სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამის ფარგლებში 2001 წლის 24 იანვარს ქვეყანამ 11.7 მლნ, 23 მარტს 11.455 მლნ, ხოლო 5 ნოემბერს 11.5 მლნ აშშ დოლარი მიიღო და სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდა.