საქართველოში პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 1.4 მილიონ ერთეულს გადააჭარბა
30 მაისი, 2007
საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ინსტრუმენტის – პლასტიკური ბარათების რაოდენობამ, 2007 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, 1.4 მლნ ერთეულს აღემატება. ეს მონაცემი მოიცავს ლოკალური ბარათების რაოდენობასაც, რომელმაც საანალიზო პერიოდისთვის 235 ათასს გადააჭარბა.
მიმოქცევაში არსებული პლასტიკური ბარათები
სახეობათა მიხედვით (2007 წლის პირველი მაისის მდგომარეობით)
პლასტიკური ბარათების მეშვეობით, 2007 წლის იანვარ-აპრილში, ქვეყნის შიგნით 582 მლნ ლარის მოცულობის 4.5 მლნ ოპერაცია განხორციელდა. მათ შორის VISA პლასტიკური ბარათებით 472.6 მლნ ლარის ოდენობის 3.7 მლნ ოპერაცია შესრულდა, EC/MC-ით (ევროქარდ-მასტერქარდი) – 92.2 მლნ ლარის მოცულობის 356 ათასი და G/C-ის (ჯეორჯიან ქარდის) და P/C (სახალხო ბანკის ლოკალური ბარათები) გამოყენებით – 17.5 მლნ ლარის მოცულობის 364 ათასი ოპერაცია. საქართველოში ემიტირებული პლასტიკური ბარათებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებულია 38.7 მლნ ლარის მოცულობის 72.6 ათასი ოპერაცია, მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით – 31.6 მლნ ლარის 63.9 ათასი ოპერაცია, EC/MC-ის მეშვეობით 7 მლნ ლარის ოდენობის 8.7 ათასი ოპერაცია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უცხოეთში გამოშვებული პლასტიკური ბარათებით საქართველოში განხორციელდა 54 მლნ ლარის მოცულობის 158 ათასი ოპერაცია. მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით შესრულებულია 40.9 მლნ ლარის 132 ათასი ოპერაცია, ხოლო EC/MC-ით 12.8 მლნ ლარის 24.6 ათასი ოპერაცია.