საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კოდები შეიცვალა
2010 წლის 3 დეკემბრიდან, ნებისმიერ პირს, ვისაც სურს განახორციელოს გადარიცხვა კომერციულ ბანკში ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში (სახელმწიფო ხაზინა), საგადახდო დავალებაში უნდა მიუთითოს შესაბამისი ბანკის ან სახელმწიფო ხაზინის ახალი კოდი. ამასთანავე, უქმდება კომერციული ბანკების ფილიალების მრავალრიცხოვანი კოდები. ამიერიდან ერთ კომერციულ ბანკს მისი ფილიალების ჩათვლით მხოლოდ ერთი კოდი ექნება.
საწყის ეტაპზე, ძველი კოდებით შევსებული საგადახდო დავალებები არ იქნება უარყოფილი კომერციული ბანკების მიერ. მათ კორექტირებას ახალი კოდებით თავად კომერციული ბანკები განახორციელებენ.
ახალი კოდების (RTGS მონაწილის კოდების) ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შემდეგ მისამართზე: http://www.nbg.ge/index.php?m=205