საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

16 ნოემბერი, 2011

2011 წლის 16 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 21 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500%–ით, მაქსიმალური 9.750%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.592%–ით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 9.5% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები