საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 25 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 32 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.110 პროცენტით, მაქსიმალური 11.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 11.300 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 11.3 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.