საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

22 თებერვალი, 2012

2012 წლის 22 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 53 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090 პროცენტით, მაქსიმალური 8.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.199 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 8.9 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები