საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 28 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 29 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.400 პროცენტით, მაქსიმალური 9.800 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.615 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 11.3 პროცენტი. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.