საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 25 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.530 პროცენტით, მაქსიმალური 9.920 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.810 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 9.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.