საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

16 მაისი, 2012

2012 წლის 16 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.900 პროცენტით, მაქსიმალური 6.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.945 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 7.4 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები