საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

13 ივნისი, 2012

2012 წლის 13 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2–წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 39 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.880 პროცენტით, მაქსიმალური 6.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.910 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 7.4 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები