საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 1 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 10 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.800 პროცენტით, მაქსიმალური 11.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-10.899 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.