საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

08 აგვისტო, 2012

2012 წლის 8 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 24 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,750 პროცენტით, მაქსიმალური 6,970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6,906 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 6,8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები