საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

22 აგვისტო, 2012

2012 წლის 22 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 18 350 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.390 პროცენტით, მაქსიმალური 8.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.442 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 8.5 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები