საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

19 სექტემბერი, 2012
2012 წლის 19 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 15 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.300 პროცენტით, მაქსიმალური 10.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 10.375 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 10.8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები