საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

24 ოქტომბერი, 2012

2012 წლის 24 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა  მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 18 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.071 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები