საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 31 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 5 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.050 პროცენტით, მაქსიმალური 10.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.190 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.