საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 12 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 7 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.770 პროცენტით, მაქსიმალური 6.970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.866 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 6.8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.