საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 19 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 9 020 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 10 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.800 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.689 პროცენტით, განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.