საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 26 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 5 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.000 პროცენტით, მაქსიმალური 11.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.124 პროცენტით, განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 10.8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.