საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2013 წლის 23 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 20 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.270 პროცენტით, მაქსიმალური 8.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.350 პროცენტით, განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 8.3 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.