საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2013 წლის 15 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 21 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.200 პროცენტით, მაქსიმალური 10.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.303 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 10.4 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.