საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

21 აგვისტო, 2013

2013 წლის 21 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა .

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 17 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.920 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.605 პროცენტით განისაზღვრა. კუპონის განაკვეთი 10.4 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები