საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2013 წლის 4 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 600 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.400 პროცენტით, მაქსიმალური 5.640 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 5.528 პროცენტით განისაზღვრა. კუპონის განაკვეთი 5.8 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.