საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2013 წლის 30 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 - წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 28 400 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.000 პროცენტით, მაქსიმალური 5.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 5.170 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.