საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 5 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 27 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.500 პროცენტით, მაქსიმალური 12.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.698 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 11.6 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.