საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

12 თებერვალი, 2014

2014 წლის 12 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 23 450 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 650 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.100 პროცენტით, მაქსიმალური 7.480 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.806 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 6.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

„ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხლშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 43 917 000  ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 6.806 პროცენტი. მონაწილეობა მიიღო ცამეტმა კომერციულმა ბანკმა.

სხვა სიახლეები