საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

05 მარტი, 2014

2014 წლის 5 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 8 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 16 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.720 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.073 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 10.073 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

„ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 43 917 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 10.073 პროცენტი. მონაწილეობა მიიღო თორმეტმა კომერციულმა ბანკმა.

სხვა სიახლეები