საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2014 წლის 12 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 650 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.747 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 7.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.