საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 34 501 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.12 პროცენტით, მაქსიმალური 9.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.181 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.