საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2011 წლის 16 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 14 800 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.090%–ით, მაქსიმალური 9.390%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.102%–ით განისაზღვრა.