საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2011 წლის 23 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 41 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.650%–ით, მაქსიმალური 9.750%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.695%–ით განისაზღვრა.