საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

30 მარტი, 2011

2011 წლის 30 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 13 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.550%–ით,  მაქსიმალური 9.050%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.790%–ით განისაზღვრა.

სხვა სიახლეები