საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2011 წლის 20 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.420%–ით, მაქსიმალური 9.540%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.480%–ით განისაზღვრა.