საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

20 ივნისი, 2012

2012 წლის 20 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 27 600 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.640 პროცენტით, მაქსიმალური 6.840 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.764 პროცენტით განისაზღვრა.

სხვა სიახლეები