საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

12 სექტემბერი, 2012

2012 წლის 12 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 308-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 27 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.190 პროცენტით, მაქსიმალური 6.270 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.242 პროცენტით განისაზღვრა.

სხვა სიახლეები