საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2013 წლის 16 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.080 პროცენტით, მაქსიმალური 6.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.090 პროცენტით განისაზღვრა.