საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2013 წლის 10 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 12 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.250 პროცენტით, მაქსიმალური 5.950 პროცენტით ხოლო საშუალო შეწონილი 5.635 პროცენტით განისაზღვრა.