საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2013 წლის 9 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 22 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.000 პროცენტით, მაქსიმალური 4.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.125 პროცენტით განისაზღვრა.