საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2014 წლის 19 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 58 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.240 პროცენტით, მაქსიმალური 7.240 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.662 პროცენტით განისაზღვრა.