საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 26 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N4 აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 175 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 21 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.790%–ით, მაქსიმალური 6.100%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 5.952 %–ით განისაზღვრა.