საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 2 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N5 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 42 120 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.870%–ით, მაქსიმალური 6.130%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 5.998 %–ით განისაზღვრა.