საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 16 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N7 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 27 200 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 5.470%–ით განისაზღვრა.