საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 16 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N8 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.450%–ით, მაქსიმალური 7.770%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.638 %–ით განისაზღვრა.