საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 30 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N10 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 22 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.970%–ით, მაქსიმალური 5.220%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 5.090 %–ით განისაზღვრა.