საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 7 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N12 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 26 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.950%–ით, მაქსიმალური 7.950%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.667 %–ით განისაზღვრა.