საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 4 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N18 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 29 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110%–ით, მაქსიმალური 8.250%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.208 %–ით განისაზღვრა.